Crypto.com-ი NFT პლატფორმას ქმნის

0
2131

Crypto.com-ი NFT პლატფორმაზე არტისტების ნამუშევრებს მიიღებს.

ციფრული ვალუტის ბირჟა, Crypto.com-ი პლატფორმას ქმნის, რომელშიც ძირითადად წარმოდგენილი იქნება არტისტების, სპორტსმენებისა და მუსკოსების ნამუშევრები, რომელთა მიღება NFT-ით იქნება შესაძლებელი.

”NFT-ი არის ძალიან საინტერესო გზა ფანებთან უფრო ახლო კავშირის დასამყარებლად“, – განაცხადა მუსკოსმა, ალექს მანსურმა.

Crypto.com– მა აღნიშნა, რომ მომხმარებლებს პლატფორმაზე ასევე შეეძლებათ შეიძინონ, ივაჭრონ და გაყიდონ NFT–ები.

არტისტებისა და მუსიკოსების ზოგიერთი ნამუშევარი, რომელიც იქნება ახალ პლატფორმაზე განთავსებული მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეიძინონ 20-ზე მეტი კრიპტოვალუტით და აწარმოონ ვაჭრობა ისეთ მსხვილ ციფრულ ვალუტებში, როგორებიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი და Dogecoin-ი.

Crypto.com–ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის მარსალემ განაცხადა, რომ ის აპირებს 2023 წლისთვის ამჟამად პლატფორმაზე არსებული 10 მილიონი მომხმარებელი 100 მილიონამდე გაზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მიწურულს Crypto.com–მა მალტის მარეგულირებლის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, რის შედეგადაც მუშაობის ლიცენზია მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი