იამაიკის ცენტრალურმა ბანკმა სტაბილკოინის საპილოტე პროგრამა დაასრულა

0
861

იამაიკის ბანკმა წარმატებით დაასრულა ცდები ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზე, რომელიც 2022 წლის პირველ კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.

2021 წლის მარტში სტაბილკოინის პროტოტიპის პირველადი ტესტირების გაგრძელების შემდეგ იამაიკის ცენტრალურმა ბანკმა რვათვიანი საპილოტე პროგრამა დაასრულა.

როგორც პილოტის ნაწილი, ბანკმა 230 მილიონი იამაიკური დოლარი CBDC დეპოზიტების მიმღები ინსტიტუტებისთვის და ავტორიზებული გადახდის სერვისების პროვაიდერებისთვის 2021 წლის აგვისტოში გამოჰყო.

შემდეგ ცენტრალურმა ბანკმა გასცა 1 მილიონი იამაიკური დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტა საკუთარ თანამშრომლებზე.

29 ოქტომბერს ბანკმა 5 მილიონი იამაიკური დოლარის ღირებულების სტაბილკოინი ეროვნულ კომერციულ ბანკზე გასცა.

როგორც ცნობილია, იამაიკის ცენტრალურ ბანკს პარტნიორობას ირლანდიაში დაფუძნებული ტექნიკური კომპანია უწევდა.

eCurrency Mint-ი უშუალოდ იამაიკის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტისთვისაც მუშაობას. პროექტის დაწყება კი მაისში იგეგმება.

იამაიკის ბანკის პრესრელიზის თანახმად, eCurrency Mint-ი არის კრიპტო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გაცემაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი