სანკარ დას სარი: Blockchain-ი მომავლის ტექნოლოგიაა

0
864

მატერიის თეორიის ფიზიკოსი და კვანტური ინფორმაციის ექსპერტმა, სანკარ დას სარმა MIT Technology Review-ში განაცხადა, რომ კვანტური კომპიუტერები ძალიან შორს არიან RSA-ზე დაფუძნებული კრიპტოგრაფიის გატეხვისგან.

RSA-Cryptography იყენებს ალგორითმებს, კოდებს და გასაღებს, რათა დაშიფროს პირადი მონაცემები და დაიცვას ისინი მესამე მხარის ან ჰაკერული ჩარევისაგან. კრიპტოვალუტაში მეთოდოლოგიის მაგალითია ახალი საფულის შექმნა, რომელიც ქმნის საჯარო მისამართს და პირად გასაღებს.

კრიპტო და Blockchain სფეროში კვანტური უსაფრთხოება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად განიხილება. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მძლავრი კვანტური კომპიუტერები ერთ დღეს საკმარისად მოწინავე გახდება მიმდინარე კრიპტოგრაფიის გასატეხად.

ამან შეიძლება გამოიწვიოს მილიარდობით დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტების მოპარვა ან Blockchain ტექნოლოგიების შეჩერება. არსებობს უამრავი პროექტი, რომელიც კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის კვანტური კომპიუტერული პროგრამებისაგან დაცვას ეძღვნება.

ექსპერტი ბოლო დროს კვანტურ გამოთვლით პროგრამებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს გამოეხმარა და განაცხადა, რომ არსებული Blockchain ტექნოლოგიები უზარმაზარი ტექნოლოგიური განვითარების დასტურია. მიუხედავად იმისა, რომ მას კვანტური პროგრამები ვერ გატეხენ, მისი თქმით თავად Blockchain-ი მომავლის ტექნოლოგიაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი