22 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1428

22 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა. შაბათს ბიტკოინის ფასი 11.000 დოლარზე პირველად დაფიქსირდა. ბიტკოინს მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ გასული წლის მარტში ჰქონდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში მაინც 10.000 დოლარის ფარგლებში მიმდინარეობდა ვაჭრობა. მხოლოდ ერთ მომენტში დაფიქსირდა კურსი 11.157 დოლარზე, რომელიც დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დონე იყო. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტა კვლავ ცდილობდა 11.000 დოლარის ნიშნულს დაბრუნდებოდა. თუმცა ბიტკოინზე ვაჭრობა 10.701 დოლარზე დაიხურა.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი თითქმის 13%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის ფასთან ერთად გაიზარდა ეთერიუმის კურსის მაჩვენებელიც. 22 ივნისს ალტკოინის ფასი 300 დოლარის ნიშნულს ასცდა. შაბათს ეთერიუმზე ვაჭრობა 309 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 308 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი