გერი გენსლერი: კრიპტოვალუტა საჯარო პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს

0
943

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარე, გერი გენსლერი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა საჯარო პოლიტიკის ფარგლებში აქტიურად უნდა მოქმედებდეს, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩეს.

მედიასთან ინტერვიუს დროს, გენსლერმა ხაზი გაუსვა მარეგულირებელი სისტემის მიერ მოთხოვნების შესრულებას. მან განმარტა, რომ ციფრული ვალუტები უნდა იყოს საჯარო პოლიტიკის ნაწილი, ასევე ექვემდებარებოდეს რეგულაციებს, რათა ინვესტორები იყვნენ დაცულები.

მისი თქმით, კრიპტოვალუტის გლობალური ბაზრის კაპიტალიზაციამ უკვე გადააჭარბა 2 ტრილიონ დოლარს და, თუკი კრიპტოვალუტა ხუთი ან ათი წლის შემდეგ აქტუალური იქნება, მაშინ ის საჯარო პოლიტიკის ნაწილი გახდება.

მაგალითად, სენატორს და ბიტკოინის მომხრე სინტია ლუმისს სურს, რომ აშშ-ს მაცხოვრებლებმა მხარი დაუჭირონ ბიტკოინს, როგორც მათი საპენსიო დანაზოგის ერთ-ერთ ფორმას და მრავალფეროვანი ეკონომიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოქალაქეებს შეეძლოთ საპენსიო პორტფელში კრიპტოვალუტები შეეტანათ მას შემდეგ, რაც შიდა შემოსავლების სამსახურმა პირველად გასცა მითითებები სექტორის შესახებ 2014 წელს, საპენსიო გეგმაში ციფრული ვალუტების გადაადგილების პრაქტიკა კვლავ იდეად დარჩა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი