პარასკევს, 17 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.
დღის განმავლობაში ფასების განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნებოდა.
გუშინ, ბიტკოინის კურსი 48.486 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო კვირის ბოლოს, ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1%-ით იყო გაზრდილი, ხოლო რაც შეეხება ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ზრდას, ის დაახლოებით 4%-ს შეადგენდა.
CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი მხოლოდ 4.12%-ით არის შემცირებული. ალტკოინის კურსი დღის ბოლოს 3.373 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეებში ეთერიუმის კურსი იმდენად მაღალი იყო, რომ ფასი 3.968 დოლარამდეც კი გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსის პროცენტული ზრდა 3.14-ს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 სექტემბერს, დღის ბოლოს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 95 მილიარდ დოლარს შეადგენდა.