ტექსასის სენატორს კრიპტოვალუტით გადახდის დაშვება სურს

0
885

ამერიკელმა სენატორმა რეზოლუცია კაპიტოლიუმის კომპლექსში კრიპტო გადახდების დაშვების შესახებ წარადგინა.

შეერთებული შტატების ტექსასელმა სენატორმა, ტედ კრუზმა, სენატის სხდომაზე წარადგინა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა კრიპტოვალუტის გადახდების მიღებას კაპიტოლიუმის კომპლექსში მდებარე ყველა საჩუქრის მაღაზიასა და რესტორანში.

თუმცა რეზოლუცია, სახელწოდებით „კრიპტოვალუტის მიღება კონგრესში, როგორც გადახდის ფორმა” კაპიტოლიუმის კომპლექსის ადმინისტრაციას კრიპტოვალუტის გადახდის ფორმად გამოყენებას უკრძალავს.

„მომხმარებლებს უკეთ ესმით და ითვისებენ კრიპტოვალუტას. მოთხოვნა კი ციფრული ვალუტით გადახდაზე იზრდება. კონგრესი, როგორც წესი, ძალიან ნელა ითვისებს ახალ ტექნოლოგიებს. ჩემი კანონპროექტი მიმართულია ცვლილებებისკენ”,- განაცხადა ტედ კრუზმა Breitbart News-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ტექსასში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 37%-ს კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდა სურს.

Newsweek–ის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ 10,8 მილიონმა ტექსასელმა შესაძლოა, მხარი დაუჭიროს კანონმდებლობას, რომელიც კრიპტოვალუტას მომდევნო არჩევნებისთვის ლეგალურს გახდის.

Newsweek–ის გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9700–ზე მეტმა ამომრჩეველმა, აღინიშნა, რომ ტექსასის შტატის მაცხოვრებლების 37% კრიპტოვალუტის ლეგალიზებას ხმას მისცემს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი