ციფრული იუანის საფულემ ახალი ფუნქცია შეიძინა

0
505

ციფრული იუანის საფულის აპლიკაციაში დაინერგა ფულის ჩუქების ტრადიციული გზა, რომელიც ციფრული გადახდების ზრდასთან ერთად ვირტუალური იქნება.

ჩინეთის საფულის აპლიკაციამ ციფრული იუანის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისთვის (CBDC) შემოიტანა ფუნქცია ფულის გაგზავნის ტრადიციული „წითელი პაკეტების“ ელექტრონული ვერსიით ახალი მომხმარებლების მოზიდვის მიზნით.

ახალი ფუნქცია გამოვიდა დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩინურ ახალ წლამდე.

ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post-ი აქვეყნებს.

“წითელ პაკეტებს”, რომელსაც ჩინეთში ჰონბაოს ეძახიან, ტრადიციულად გამოიყენება ფულის ჩუქებისთვის ჩინურ ახალ წელს და სხვა დღესასწაულებზე. ეს არის წარმატების სიმბოლო.

ციფრული გადახდების მზარდმა გამოყენებამ გამოიწვია ვირტუალური წითელი კონვერტების შექმნა, რომლებსაც პოპულარული ადგილობრივი სერვისები მომხმარებელს სთავაზობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, e-CNY აპლიკაცია საშუალებას იძლევა წითელი პაკეტი მხოლოდ ერთ ადამიანს გაეგზავნოს, ან შეიძლება შეიქმნას „იღბლიანი გათამაშება“ ადამიანების ჯგუფისთვის, რომლებიც მიიღებენ შემთხვევით თანხას სახსრების ფონდიდან.

WeChat Pay-სა და Alipay-ს აქვს მსგავსი ფუნქცია.

მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ პაკეტი, რომელიც ასახავს საახალწლო სურვილებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი