მედია: რუსეთი კრიპტოვალუტით გადახდას ოფიციალურად აკრძალავს

0
1080

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველი იანვრიდან რუსეთი კრიპტოვალუტით გადახდას ოფიციალურად აკრძალავს.

რუსეთში ციფრული ვალუტის ადაპტირების მთავარი მოწინააღმდეგე არის ანატოლი აქსაკოვი. ის სახელმწიფო სათათბირო ორგანოს წევრია. აგვისტოს შუა რიცხვებში, აქსაკოვი ამტკიცებდა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის დაკანონება ფინანსური სისტემის განადგურებას ნიშნავდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის კანონში რუსეთმა ახლახანს შეიტანა ცვლილება, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინდუსტრიის მიმართ კვლავ ნეგატიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

22 ივლისს რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღო.

ახალი კანონის თანახმად, კრიპტოვალუტას იურიდიული სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ის გადახდის საშუალებად არ განიხილება.

რუსეთის ბანკის მმართველის პირველმა მოადგილემ, სერგეი შვეცოვმა ბანკის უარყოფითი პოზიცია კრიპტო ინვესტიციის მიმართ უკვე დააფიქსირა.

მან კრიპტოვალუტა ფინანსური პირამიდის სქემებს შეადარა.

”რუსეთის ბანკი, როგორც მარეგულირებელი, იმ პოზიციას იცავს, რომ კრიპტოვალუტის შეძენა არ არის ინვესტიცია. ეს უფრო ჰგავს ფინანსურ პირამიდას. არც მთავრობამ და არც ფინანსურმა შუამავლებმა მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის საქმეში ხელი არ უნდა შეუწყონ”,- განაცხადა რუსეთის ბანკის მმართველის პირველმა მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი