აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ ყოფილი პროკურორი სააღსრულებლო განყოფილების დირექტორად დანიშნა

0
929

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ ნიუ ჯერსიის გენერალური პროკურორი, გურბირ გრევალი სააღსრულებლო განყოფილების დირექტორად დანიშნა.

დანიშვნის ბრძანება ძალაში შევა 26 ივლისიდან. გადადგმული ნაბიჯი, რაც ვეტერანი და საკმაოდ გამოცდილი პროკურორის დანიშვნაში გამოიხატა ემსახურება ერთ მიზანს, რომ კომისიამ გადამწყვეტი როლი შეასრულოს აშშ–ს ფინანსური ბაზრების რეგულირებაში.

”მას აქვს გამოცდილების, ღირებულებებისა და ლიდერობის იდეალური კომბინაცია სააღსრულებო განყოფილების სათავეში ამ კრიტიკულ პერიოდში. ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას ინვესტორების დასაცავად და ჩვენს ბაზრებზე დანაშაულის აღმოსაფხვრელად,”- აღნიშნა მარეგულირებლის თავმჯდომარემ, გარი გენსლერმა.

გრევალი არის ალექს ოჰის შემცვლელი, რომელიც გენსლერმა დანიშნა, მაგრამ აპრილში იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა სამუშაოზე მხოლოდ რამდენიმე დღის გატარების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ალექს ოჰის დანიშვნამ წარმოშვა სკანდალი, რომელიც მის ExxonMobil-ში ადვოკატად მუშაობას უკავშირდებოდა. ამი შემდეგ ის მალევე ჩამოაშორეს საქმიანობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი