Binance-მა საქველმოქმედო ფონდი ოფიციალურად დაარსა

0
1662

Blockchain საქველმოქმედო ფონდი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის Binance-ის სოციალური პროექტია, რომელიც შემოწირულობებს კრიპტოვალუტაში იღებს.

საქველმოქმედო პროექტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მსოფლიოს საინვესტიციო ფურუმზე გახდა ცნობილი.

ფორუმზე Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენგპენგ ჯაომ მონაწილეობა მიიღო Blockchain-ის მდგრადი განვითარების სესიაზე. მისი თქმით, ბირჟა დაფარავს ყველა ოპერაციის საფასურს ახალ საქველმოქმედო ვებსაიტზე. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იქვე დასძინა, რომ ყველა შემოწირულობა პირდაპირ ბენეფიციარების მისამართით წავა. ჩენგპენგ ჯაომ ასევე განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგია შემოწირულობის კუთხით ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის გაზრდას.

ბირჟის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე თანხები უგანდაში წყალდიდობითა და მეწყერით დაზარალებული მოსახლების დასახმარებლად გადაირიცხება. ფორუმზე ასევე აღინიშნა, რომ Blockchain პროექტის TRON-ის ხელმძღვანელობა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც Binance-ის საქველმოქმედო ფონდში 3 მილიონი დოლარის შემოწირულობა განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Binance-მა გამოაქვეყნა განცხადება კრიპტო შემოწირულობების შესახებ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბირჟა იწყებდა ქველმოქმედებას, რომლის მიზანიც დასავლეთ იაპონიაში ივლისში განვითარებული ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარება იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი