ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი კომპანია Blockchain-ს გამოიყენებს

0
1217

ჯინის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია Blockchain ტექნოლოგიის დარეგვას გეგმავს.

ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი კომპანია block42-თან იწყებს პარტნიორობას.

კომპანიის მიერ გამოშვებული ჯინი, მოთავსდება ბოთლში, რომელიც აღჭურვილი იქნება block42 და Blockchain ICON-ის ჩიპებით, რაც ხელს შეუწყობს ალკოჰოლური სასმლის რეალიზაციას იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ციფრულ გადარიცხვებსა და მობილურ სერვისებს იყენებენ.

NFC ჩიპები და მოწყობილობები ფუნქციონირებს, როგორც პირადობის ელექტრონული დოკუმენტები და ამჟამად გამოიყენება უკონტაქტო და მობილური გადახდის სისტემებში.

ამჟამად 999 მსგავსი ბოთლის წარმოება და დისტრიბუციაა დაგეგმილი. კომპანია აპირებს მსგავსი ბოთლების წარმოებას მომავალშიც, მაგრამ როგორც ცნობილია, ეს იქნება შეზღუდული რაოდენობით.

ოფიციალურ განცხადებაში, ICON-ის დამფუძნებელმა მინ კიმმა განაცხადა, რომ იგი მტკიცედ უჭერს მხარს ICON Blockchain-ის გამოყენებას პროდუქციის რეალიზებისთვის.

მინ კინმა ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიას შეუძლია შემოგთავაზოთ გზა, რომ შეინარჩუნოთ შეზღუდული გამოცემებისა და სხვა იშვიათი საქონლის მაღალი ღირებულება თვალყურის დევნის უფრო საიმედო სისტემების მეშვეობით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი