ბოსტონის სარეზერვო ბანკი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტთან კრიპტო კვლევის ფარგლებში ითანამშრომლებს

0
1096

ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეთან თანამშრომლობას იწყებს. თანამშრომლობის მიზანი ციფრული ვალუტების კონცეფციის შესწავლაა.

ბანკი მკვლევარებთან მრავალწლიან პროექტზე იმუშავებს, რათა შეიმუშავოს და შეამოწმოს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოყენების შემთხვევები.

ჩატარებული კვლევა ხელს შეუწყობს ბანკს გამოცდილების მიღებასა და ამ ციფრული ვალუტის ასპექტების გააზრებაში.

მიუხედავად ამისა, ბანკის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა. საქმე ეხება ისეთ კრიპტოვალუტებს, როგორებიცაა ბიტკოინი, ბანკის ციფრული ვალუტები, ჩინეთის ეროვნული ციფრული ვალუტა და Facebook-ის Libra.

ამასთანავე, ბევრი კითხვა ჩნდება რეგულაციის საკითხთან დაკავშირებით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი ციფრული იუანით აშშ დოლარის კონკურენციას ისახავს მიზნად და არა, ბიტკოინის.

Sino Global Capital–ის აღმასრულებელი დირექტორი, მეთიუ გრეჰემი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბევრი არაფერი არ არის ცნობილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის შესახებ. თუმცა ის კი ნათელია, რომ ჩინეთი ციფრულ ვალუტას, როგორც შესაძლებლობას ისე განიხილავს.

ცენტრალური ბანკის სოციალური საბჭოს ფონდის ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ, ვანგ ზონგმაინმა მედიასთან ციფრული ვალუტის შესახებ ისაუბრა.

ვანგ ზონგმაინის თქმით, ასეთი სისტემა ციფრულ სავალუტო სივრცეში ჯანსაღი კონკურენციისა და თანამშრომლობისთვის აუცილებელ გარემოს შექმნის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი