კრიპტობირჟა CoinMENA განვითარებას განაგრძობს

0
1119

CoinMENA–მა არის ბაჰრეინში დაფუძნებული ციფრული ვალუტის კომპანია, რომელიც მიმდინარე პერიოდში ბაზრის გაფართოებაზე მუშაობს.

კომპანიას ასევე აქვს ბაჰრეინის ცენტრალური ბანკისგან ლიზენცირებული ვაჭრობის უფლება. ეს უკანასკნელი კი CoinMENA-ს საშუალებას აძლევს სრული ძალებით აამოქმედოს ხელთარსებული რესურსები.

CoinMENA-ს მიმდინარე და სამომავლო მომსახურების ქვეყნების ჩამონათვალს ახლა უკვე საუდის არაბეთი და გაეთიანებული საამიროებიც დაემატა.

კომპანიის განაცხდი, სულ ცოტა ხნის წინ, დააკმაყოფილა არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა.

სიაში ასევე არიან ომანი და ქუვეითი.

”ჩვენ უფლება გვაქვს ნება დავრთოთ მომხმარებლებს, რომლებიც ზემოხსენებულ ქვეყნებში ცხოვრობენ, მოახდინონ ვაჭრობა CoinMENA– ზე, იმ პირობით, თუ ისინი ჩვენ მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ”, – აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს CoinMENA–ს წარმომადგენელმა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ, ბაჰრეინის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებულ კრიპტო რეგულაციებში ხაზგასმულად მოიაზრება უსაფრთხო ვაჭრობის სისტემის არსებობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი