23 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2389

ხუთშაბათს, 23 აგვისტოს თითქმის ყველა კრიპტოვალუტა ფასის შემცირებას განიცდიდა.

გუშინ, ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 6.452 დოლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი თითქმი 1%-ით იყო შემცირებული.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსის გაუმჯობესების პროცენტული მაჩვენებელი 0.8-ს შეადგენს, ხოლო კრიპტოვალუტის ფასის ყოველთვიური დანაკარგები დაახლოებით 16.5%-ია.

რაც შეეხება ეთერიუმს, ეტერიუმის კურსი 274 დოლარის დონეზე იყო, რაც ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2%-ით შემცირდა.

ეთერიუმისთვის კვლავ რჩება 300 დოლარი სამიზნე ფასად. თუკი კრიპტოვალუტა მოახერხებს და ამ ნიშნულს მიაღწევს მაშინ ეს ფასის ზრდის პირველი ნიშანი იქნება.

რაც შეეხება ეთერიუმის დანაკარგებს, კრიპტოვალუტის კურსი კვირის განმავლობაში 5.6%-ით არის შემცირებული, ხოლო თვის მანძილზე ეთერიუმის დანაკარგი 40%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 23 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 208.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი