აშშ-ს მოქალაქე კრიპტო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

0
1043

მაიკლ აკერმანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამერიკის მოქალაქეს ბრალად კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითური საქმიანობის წამოწყება ედება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, მრავალმილიონიანი კრიპტოვალუტის თაღლითობის უკან მყოფი მამაკაცი თაღლითურ ოპერაციას ახორციელებდა.

ოჰაიოში მცხოვრებ მაიკლ აკერმენმა ასობით ინვესტორი მოტყუებით მოიზიდა. დაკავებული ყოველ ინვესტორს თანხის დაბანდების შემდეგ ყოველთვიურ 15%-იანი მოგების მიღებას ჰპირდებოდა.

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა, ოდრი სტრაუსმა განაცხადა, რომ აკერმანმა 30 მილიონ დოლარზე მეტი თანხის მითვისება აღიარა.

”როგორც მან აღიარა, მაიკლ აკერმანმა მილიონობით დოლარის ინვესტიცია შეაგროვა. ასევე, მან გააყალბა დოკუმენტები, რათა ინვესტორები დაერწმუნებინა, რომ მის ფონდს 315 მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდა. სინამდვილეში, ფონდს არასოდეს ჰქონია 5 მილიონ დოლარზე მეტი””,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში აშშ-ს სამართალდამცავებმა კრიპტო თაღლითობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

ჯერემი სპენსს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. ბრალი 5 მილიონი დოლარის თაღლითური გზით მითვისებას გულისხმობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი