ტაილანდის მარეგულირებელი კრიპტოკრედიტის აკრძალვას აპირებს

0
861

ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) 2022 წლის ზაფხულში კრიპტო ბაზრის ფასის კატასტროფული ვარდნის შემდეგ, რადიკალური ზომების მისაღებად ემზადება.

ოფიციალურ სამთავრობო გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკითხი ღია დისკუსიისათვის გაიხსნება კვირის ბოლოს და 17 ოქტომბრამდე გასტანს. აქ მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დააფიქსირონ საკუთარი აზრი მიმდინარე კრიპტო ბაზრის კრიზისთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ გამოკითხვის შედეგების მიუხედავად, სახელმწიფო მაინც აკრძალავს ციფრული ვალუტის ბიზნეს ოპერატორებისგან ნებისმიერი ფსონის და სესხის სერვისის მიწოდებას, რათა მოვაჭრეები და ფართო საზოგადოება დაიცვას რისკებისგან.

დაგეგმილი აკრძალვა რამდენიმე ძირითად პუნქტს მოიცავს.

ის აკრძალავს ოპერატორებს ციფრული ვალუტების დეპოზიტის აღებას დეპოზიტორებისთვის ანაზღაურების დაპირებით — მაშინაც კი, თუ ანაზღაურება მოდის არა აქტივების მზარდი ღირებულებიდან, არამედ სარეკლამო ბიუჯეტიდან. ასევე აიკრძალება საკრედიტო და სადეპოზიტო მომსახურების რეკლამა.

კრიპტო დაკრედიტების პლატფორმები ამ ზაფხულს სერიოზულ პრობლემებში აღმოჩნდნენ ბაზრის ზოგადი კლების ფონზე. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Celsius Network-ი და Voyager Digital-ი თავიანთი თანხები გაყინეს და მალევე გაკოტრების შესახებაც გამოაცხადეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი