კომპანია Elliptic-მა განვითარებისთვის 60 მილიონი დოლარი მიიღო

0
983

კრიპტოვალუტის მენეჯმენტის კომპანია Elliptic–მა განაცხადა 60 მილიონიანი დოლარის შემოსავლის შესახებ, რომელიც დაფინანსების C რაუნდს მოჰყვა.

რაუნდს უხელმძღვანელა Evolution Equity Partners-მა და ღონისძიებას მხარს უჭერდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: SoftBank Vision Fund-ი AlbionVC-ი, Digital Currency Group-ი, Wells Fargo Strategic Capital-ი და SBI ჯგუფი.

Elliptic-ის დაფინანსების ისტორია თანმიმდევრულად იზრდება. მათი სადებიუტო დაფინანსება 2016 წელს საკმაოდ მზარდი იყო და ჯამში 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე შემოსავალმა კი 2019 წლის ბოლოდან 2020 წლის დასაწყისამდე დამატებითი 28 მილიონის შემოდინება გამოიწვია.

Elliptic-ი ანალიტიკურ მონაცემებს Blockchain-ზე ინახავს, რათა უზრუნველყოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომების მიღება და შესაბამისობის დამადასტურებელი სერვისების გამართული მუშაობა ინსტიტუტებისათვის, სამთავრობო და საკანონმდებლო ჯგუფებისთვის და კრიპტო ორგანიზაციებისთვის.

კოპანიის განცხადების თანახმად, მთელ მსოფლიოში კრიპტოვალუტის მოცულობის ორი მესამედი ბირჟებზეა განაწილებული, სადაც Elliptic-ის რისკების მართვისა და ანალიტიკური მონაცემების გადაწყვეტილებებია გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ კომპანია 2013 წელს დაარსდა. Elliptic-ის სათაო ოფისი კი ლონდონში მდებარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი