კრიპტოვალუტის ბირჟამ Wealthsimple Crypto-მ მუშაობა დაიწყო

0
1173

კანადაში პირველი რეგულირებადი კრიპტოვალუტის ბირჟა Wealthsimple Crypto აქტიურ მუშაობას იწყებს.

Wealthsimple Crypto არის პირველი რეგულირებული კრიპტოვალუტის გადამცვლელი ბირჟა კანადაში. დღეს კი სავაჭრო პლატფორმის სახითაა წარმოდგენილი.

კანადის 13-ე შტატის ტერიტორიის მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ რეგისტრაცია კრიპტოვალუტის ბირჟებზე და პროდუქციის მოხმარება.

Wealthsimple Crypto მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ და გაყიდონ ბიტკოინი და ეთერიუმი პლატფორმის მობილური აპლიკაციის საშუალებით.

დეპოზიტების ან განაღდების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კანადურ დოლარში.

მარეგულირებლის მხრიდან ნებართვის მიღებამდე აღნიშნული კომპანია საცდელ რეჟიმში მუშაობდა, რათა მომხმარებლებს მეტად ჰქონოდა კომპანიის პროგრამებისა და მუშაობის სპეციფიკის გაცნობის საშუალება.

აღნიშნული ფაქტი ერთ-ერთ მიზიზი გახდა ნებართვის მიღებისა, რადგან მარეგულირებელ ჯგუფს ჰქონდა საშუალება დაკვირვებოდა ციფრული ვალუტის ბირჟის მუშაობის სტრატეგიას. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საზოგადოების ინფორმირებულობაზეც ზრუნავდა.

ამჯამად კი საიტზე დარეგისტრირებული მომლოდინეთა სია 130 000 კანადის მოქალაქეს ითვლის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი