მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შვეიცარიის საბანკო გიგანტი, UBS Group AG-ი, იკვლევს სხვადასხვა გზებს, რათა თავის კლიენტებს ციფრული ვალუტებში ინვესტიცია შესთავაზოს.
UBS-ის აღმასრულებელი დირექტორი, რალფ ჰამერსი ფინანსურ სექტორში კარგი რეპუტაციით სარგებლობს. მან 2020 წელს სერხიო ერმოტი შეცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ სერხიო ერმოტი ციფრული სექტორის მიმართ პოზიტიური განწყობით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ 2018 წელს მან განაცხადა, რომ Blockchain-ი ფინანსური მომსახურების ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი ტექნოლოგია იყო, რადგან ხარჯების შემცირების საშუალებას იძლეოდა.
ასევე მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ძირითადი ტექნოლოგია რესურსების გათავისუფლების საშუალებას იძლევა, რაც მთელ რიგ სფეროებში მიწოდების ეფექტურობას ზრდის.
რაც შეეხება რალფ ჰამერსს: ის აღმასრულებელი დირექტორი იყო ING Group–ში 2013–დან 2020 წლამდე. ახლანდელი თანამდებობა კი მას ავალდებულებს ხარჯების ოპტიმიზირებას. აღმასრულებელი დირექტორმა თანამდებობის დაკავების შემდეგ ხაზი გაუსვა კლიენტების ციფრული მოლოდინის საჭიროების დაკმაყოფილებას. ეს თემა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა.