ჩინეთში დაფუძნებული მაინინგის კომპანია ახალ ზელანდიაში ოპერირებას იწყებს

0
1007

Nasdaq-ის ჩამონათვალში მყოფი კომპანია, Ebang-ი გაფართოებას გეგმავს.

ჩინეთის ბიტკოინის მაინინგის აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელი, Ebang-ი ახალ ზელანდიაში ფინანსური კომპანიის შეძენას გეგმავს, რათა ადგილობრივი ციფრული აქტივების ფინანსური მომსახურების პლატფორმა შექმნას.

ოფიციალური განცხადების თანახმად, Ebang International Holdings–მა შეადგინა ინტერესის გამოხატვის სატენდერო წერილი კომპანიის 100%-იანი წილის შესაძენად.

Ebang-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ პოტენციური გარიგება ექვემდებარება შესაბამის მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმებას.

”Blockchain ტექნოლოგიის კუთხით ჩვენი დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს. ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით მიზნისკენ, რომ ავაშენოთ სრულად ლიცენზირებული, ინტერნეტ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალურ და ინოვაციურ მომსახურებას”,-აღნიშნულია Ebang-ის აღმასრულებელი დირექტორის, დონგ ჰუმ-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ, აზიის ქვეყნები მაინინგის კუთხით სულ უფრო და უფრო ვითარდება. უნდა აღინიშნოს რომ, იაფი ელექტროენერგიისა და ტექნიკის წარმოების გამო, ჩინეთი მაინინგისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად კვლავ რჩება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი