კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული თამაშისგან მიღებული მოგებით მომხმარებელმა სახლები შეიძინა

0
1029

Axie Infinity-ს მოთამაშემ ფილიპინებში კრიპტოვალუტის მოგებით სახლები იყიდა.

კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული თამაშის საშუალებით მომხმარებელმა ორი სახლი შეიძინა. ამ თვის დასაწყისში, 22 წლის ჯონ აარონ რამოსმა, რომელიც “მაგნუს TV” ფსევდონიმით თამაშობს, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მან ფილიპინებში ორი სახლი იყიდა Axie Infinity-ს მიერ მოტანილი მოგების წყალობით.

Axie Infinity–ს მოთამაშეებს SLP-ის მიღება თამაშების საშუალებით შეუძლიათ.

პოსტში, რამოსი შესყიდვებს უკავშირებს Smooth Love Potion-ის მომატებულ ფასს, რომელიც 24 აპრილიდან 940%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, SLP-ი რიგით 525-ე ციფრული ვალუტაა. კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 58 მილიონ დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასმა თითქმის 14%-ით დაიკლო. 12 მაისს, დღის ბოლოს, SLP-ს ფასი 0.15 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი