Japan Exchange Group-ი კრიპტო თაღლითობასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს

0
858

ტოკიოსა და ოსაკას საფონდო ბირჟების მფლობელმა კომპანია, Japan Exchange Group-მა (JPX), საზოგადოება გააფრთხილა სავარაუდო თაღლითობის შესახებ, რომელიც მათი სახელით ხორციელდება.

კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საჩივრები მიიღო კრიპტო ინვესტორებისაგან, რომლებსაც კომპანიის ან მისი შვილობილი ფირმის სახელით დაუკავშირდნენ და ინვესტირება შესთავაზეს.

კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თაღლითური ჯგუფი ან ჯგუფები მათ სახელს იყენებენ, ასევე ლოგოს და, რაც მთავარია, ვებ მისამართს.

„გაითვალისწინეთ, რომ ზემოხსენებულ კომპანიებსა და გარიგებებს არავითარი კავშირი არ აქვთ Japan Exchange Group-თან და არც JPX ჯგუფთან ასოცირებულ სხვა კომპანიებთან”,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქმე იმაშია რომ თავად კომპანია JPX-ს ჯერ არ გაუხსნია კრიპტო ვაჭრობა იაპონელი ინვესტორებისთვის. თუმცა აქტიურად მონაწილეობს და უძღვება უამრავ ინიციატივას, ტრადიციულ ფინანასებში Blockchain და განაწილებულ ლეჯერ ტექნოლოგიის (DLT) ტესტირების მიზნით.

JPX-ის ცნობით, ზემოაღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მონაცემთა გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და მონაცემთა შეგროვების ეფექტურობას Blockchain ტექნოლოგიის საშუალებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი