ანალიტიკოსები: წლის ბოლომდე ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარამდე გაიზრდება

0
1057

ანალიტიკოსების ნაწილი თანხმდება იმ მოსაზრებზე, რომ ბიტკოინი წლის ბოლოს 2017 წლის ნიშნულს დაუბრუნდება.

საქმე ეხება კრიპტოვალუტის პოზიციას, რა დროსაც ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარს შეადგენდა.

ბოლო ერთი კვირის მონაცემების თანახმად, ბიტკოინს ნამდვილად აქვს იმისი შანსი, რომ 20.000 დოლარის დონეს მიაღწიოს.

დაახლოებით ერთი წლის წინ კრიპტო მედია ქსელ BlockTV– სთან ინტერვიუში ტექ.-ანალიტიკოსმა ტიმ დრეიპერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარს მიაღწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლამდე საჭიროა ბიტკოინის ფასმა სტაბილური ზრდის ტენდენცია აჩვენოს.

”ეს არის ჩემი პროგნოზი. ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდება”,- აღნიშნა ინვესტორმა.

გარდა პროგნოზისა, ტიმ დრეიპერი ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბიტკოინის ფასის ასეთი ზრდა.

ინვესტორი მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში აშშ-ში დოლარზე მოთხოვნა შემცირდება და ადამიანები უპირატესობას მიანიჭებენ უფრო უსაფრთხო ციფრული ვალუტის, ბიტკოინის გამოყენებას.

“ამ სამ წელიწადში ბიტკოინის მთელ მსოფლიოში მასობრივი, კომერციული მიღება დაიწყება”,- განაცხადა ტიმ დრეიპერმა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზე ფიზიკურ ვალუტებზე მოთხოვნა მცირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი