უნგრეთმა კრიპტოვალუტის მოგების გადასახადი შესაძლოა, შეამციროს

0
1261

უნგრეთი ეკონომიკის აღდგენის პროგრამის ფარგლებში ბიტკოინის გადასახადის შემცირებას გეგმავს.

კრიპტოვალუტის ინვესტორებმა უნგრეთში შეიძლება ძალიან მალე მიიღონ საგადასახადო შეღავათი, რადგან დეპუტატები ცდილობენ ცენტრალური ევროპის ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ COVID-19 პანდემიის ფონზე.

ფინანსთა მინისტრმა, მიჰალი ვარგამ მთავრობის სტიმულირების პროგრამის შესახებ განაცხადა. COVID-19-ის კრიზისის შემდეგ, დეპუტატები განიხილავენ კრიპტოვალუტით ვაჭრობის გადასახადების შემცირებას შემოსავლის 15%-მდე, ხოლო ამჟამინდელი მაჩვენებელი 30.5%-ია.

ასეთი ნაბიჯი უნგრეთს გაცილებით კონკურენტუნარიან იურისდიქციად აქცევს კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული კაპიტალის მოგების გადასახადებთან დაკავშირებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის რეგულაციები უნგრეთში სრულად ჩამოყალიბებული არ არის.

წინასწარი განხილვებით უნგრეთი ჩაერთო ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საცდელ პროგრამებში.

უნგრეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი კი შეურთდა მრგვალ მაგიდას შვეიცარიაში, სადაც განიხილება ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სამომავლო პერსპექტივები. აღნიშნულ მაგიდასთან მიწვეულნი არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცა დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია გერმანია და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი