Robinhood-ის პლატფორმას ლაიტკოინი და ბიტკოინ Cash-ი დაემატა

0
2269

ფინანსური მომსახურეობის მობილურმა აპლიკაცია Robinhood-მა კრიპტო პლატფორმაზე ლაიტკოინი და ბიტკოინ Cash-ი დაამატა.

გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, Robinhood-ი აფართოებს სავაჭრო პლატფორმას, რაც ამ ეტაპზე, ორი კრიპტოვალუტის დამატებაში გამოიხატა. უნდა აღინიშნოს, რომ Robinhood-ის პლატფორმით 5 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

Robinhood-ის კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა თებერვალში შეიქმნა. პლატფორმაზე თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ორი ციფრული ვალუტა: ბიტკოინი და ეთერიუმი.

პლატფორმა ხელმისაწვდომია კალიფორნიის, მასაჩუსეტსის, მისურის, მონტანისა და ნიუ-ჰემფშირის მოსახლეობისთვის. აპლიკაციის მიერ დაგროვებული კაპიტალი მაისის თვის მონაცემებით, 363 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ივნისის ბოლოს Robinhood-ის ირგვლივ გავრცელდა ხმები, რომ პლატფორმამ კრიპტოვალუტის საფულის შექმნა გადაწყვიტა.

ასევე ივნისის თვეში, ბაიჯუ ბატმა, Robinhood-ის თანადამფუძნებელმა და თანათავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას სჯერა სუვერენული ერები საბოლოოდ მივლენ იმ გადაწყვტილებამდე, რომ კრიპტოვალუტის გლობალურ შესაძლებლობებს აღიარებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი