ბიტკოინის კურსმა 6.600 დოლარს მიაღწია: 16 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1892

16 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი გაიზარდა, ბიტკოინი კი 6.600 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.

უფრო კონკრეტულად, კი ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 4%-ზე ცოტა მეტით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტა რამდენიმე საათში 200 დოლარით გაიზარდა. ამ ეტაპზე, ბიტკოინის ფასი 6.600 დოლარის ფარგლებში განაგრძობს მერყეობას.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ბიტკოინის ფასის ზრდა მეტწილად განაპირობა BlackRock-ის წინადადებამ. BlackRock-ი არის ბირჟა, რომელიც სავაჭრო პლატფორმაზე ბიტკოინის დამატებას აპირებს.

ბიტკოინთან ერთად გაიზარდა ეთერიუმის ფასის მაჩვენებელიც. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 6%-ით გაუმჯობესდა. ამის შემდეგ ეთერიუმის ღირებულებამ 474 დოლარი შეადგინა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმმა 16 ივლისს დღის განმავლობაში ორჯერ აჩვენა ფასის მოულოდნელი ზრდა. საბოლოოდ, კრიპტოვალუტა 475 დოლარის ნიშნულზე მეტნაკლებად გამყარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 266.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 12 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი