ტუნისის ინტერნეტ სააგენტო Blockchain პლატფორმასთან თანამშრომლობას იწყებს

0
1162

ტუნისის ინტერნეტ სააგენტო ATI აპირებს რუსულ Blockchain პლატფორმა Universa-სთან თანამშრომლობას.

ინტერნეტ სააგენტო ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაარსდა, რომელიც შედის კომუნიკაციების სამინისტროს დაქვემდებარებაში. სააგენტოს მიზანია ქვეყანაში ინტერნეტის გამოყენების ხელშეწყობა.

რაც შეეხება თანამშრომლობას: ATI-მ ხელი მოაწერა 10 წლიან განახლებად სტრატეგიულ პარტნიორობას პლატფორმა Universa-თან, რათა ხელი შეუწყოს ტუნისში სხვადასხვა Blockchain პროექტის განვითარებას. შეთანხმება ადგენს რიგ ამოცანებს, რომელთა შორის პირველ ადგილას ქვეყნის ეკონომიკის გაციფრულება დგას.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკმა Blockchain ტექნოლოგიის შესწავლის ინიციატივა გამოიჩინა. როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ტექნოლოგიის შესწავლოს შემდეგ ის საბანკო სექტორსა და ბიზნეს პროცესებში აქტიურად უნდა დაინერგოს.

ჰარარეში საბანკო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე სარეზერვო ბანკის აღმსასრულებელმა დირექტორმა ჯონ მანგუდიამ განაცხადა, რომ ბანკი განსაკუთრებით დაინტერესებულია Blockchain ტექნოლოგიით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი