აბუ-დაბის პორტების შვილობილი კომპანია Blockchain-ზე დაფუძნებულ სისტემას ქმნის

0
2004

აბუ-დაბის პორტების შვილობილი კომპანია Maqta Gateway აბუ-დაბიში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც საკუთარი Blockchain გადაწყვეტა შეიმუშავა.

Maqta Gateway-მ შეიმუშავა და დაიწყო Silsal-ის Blockchain-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს ეფექტურობის გაუმჯობესებას გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის ინდუსტრიაში.

Construction Business News-ის ინფორმაციის თანახმად, Silsal-ის Blockchain-ი თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება სატვირთო გადამზიდველებისა და მათი მომხმარებლებისთვის.

Blockchain-ის გამოყენებით, აბუ-დაბის პორტი იმედოვნებს, რომ შემცირდება ბიუროკრატიული სისტემა და ხელი შეეწყობა ინფორმაციის სწრაფ გაცვლას.

“Blockchain არის გასაღები, პირველი ნაბიჯი ვაჭრობის ციფრულ სამყაროში”,- აცხადებს Maqta Gateway-ის აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნოურა ალ დაჰერი.

Blockchain-თან ერთად, Maqta Gateway საკუთარი სისტემის ციფრულ იდენტობას ქმნის, რომელსაც შეუძლია ყველა სახის სატრანსპორტო დოკუმენტის გაშიფვრა.

“Blockchain-ი აღმოფხვრას პაროლების საშუალებით წვდომის საჭიროებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი შეიძლება იყოს”,- აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი