ინდოეთის ცენტრალური ბანკი: კრიპტოვალუტა ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

0
1914

ინდოეთის სარეზერვო ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის.

დოკუმენტში ნათქვამია:

“კრიპტო აქტივები საფრთხეს არ უქმნის გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას. ბაზარი აგრძელებს სწრაფად განვითარებას, თუმცა ეს შეფასება შეიძლება შეიცვალოს, თუკი კრიპტო-აქტივები უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული”.

ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნაზეც ისაუბრა. ფინანსური სტაბილურობის საბჭო წარმოადგენს საერთაშორისო სააგენტოს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საბანკო და საფინანსო ინსტიტუტისგან შედგება. საბჭოს შემადგენლობაში შედის ინდოეთიც.

ფინანსური სტაბილურობის საბჭოს კვლევაში, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა, აღნიშნულია: “საბჭო აცხადებს, რომ ბანკები ვერ ხედავენ მნიშვნელოვან საფრთხეს კრიპტოვალუტის არსებობაში, რადგან მათი საბაზრო კაპიტალი იმ დროისთვის ოქროს გლობალური ღირებულების 2%-ს შეადგენდა”.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ფინანსური სტაბილურობის საბჭომ მარეგულირებელ სტრუქტურებს მოუწოდა, რომ თვალი ადევნონ ციფრული ვალუტის მზარდ ბაზარს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პროვინციიის, Jammu and Kashmir-ის პოლიციის განცხადება გავრცელდა, რომლითაც საზოგადოებას კრიპტოვალუტაში ინვესტირების შესახებ აფრთხილებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი