ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრო Blockchain-ს განავითარებს

0
2032

ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს დირექტორის მოადგილე მოუწოდებს ქვეყანას გაერთიანოს ძალები, რათა ხელი შეეწყოს Blockchain-ის განვითარებას, რომელიც არის ახალი ციფრული ეკონომიკის ძირითადი ტექნოლოგია.

ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილე ქსინ გაობინმა განაცხადა, რომ Blockchain-ის როლი სამომავლო პერსპექტივადან უნდა იყოს დანახული.

“Blockchain-ს შეუძლია ხელი შეუშალოს ინფორმაციის გაყალბებასა და უზრუნველყოს ადამიანების ფინანსური სახსრების უსაფრთხოება. თუმცა, Blockchain-ი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ფინანსები, ელექტრონული კომერცია, “ჭკვიანი სამედიცინო მომსახურება”, სოციალური უსაფრთხოება, ინტერნეტი, ენერგეტიკა და ა.შ. ყველა ამ სფეროში Blockchain-ს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება”,- აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ Blockchain ტექნოლოგია სამრეწველო სფეროშიც აქტიურად უნდა განვითარდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიის განვითარებისთვის აუცილებელია პოზიტიური ინსტიტუციონალური და მარეგულირებელი გარემოს შექმნა.

ამ მიზნით მან გამოყო ინსტიტუციონალური შეზღუდვების გამარტივებაის პროცესი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი