ინდონეზიაში კრიპტოვალუტით გადახდა აიკრძალა

0
924

ინდონეზიის ცენტრალური ბანკის მმართველი, პერი ვარჯიო ზედამხედველების მობილიზებას იწყებს, რათა ფინანსურმა ინსტიტუტებმა კრიპტოვალუტით გადახდის ოპერაციები შეაჩერონ.

ონლაინ შეხვედრის დროს, პერი ვარჯიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ადგილობრივ ფინანსურ კომპანიებს კრიპტოვალუტის გამოყენების ხელშეწყობა, გადახდების განსახორციელებლად ან სხვა ფინანსურ მომსახურებებში მისი გამოყენება ეკრძალებათ.

ცენტრალური ბანკის დირექტორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კრიპტოვალუტები ლეგიტიმური გადახდის ინსტრუმენტი არ არის.

მან აღნიშნა, რომ ზედამხედველები სულ მალე იქნებიან წარგზავნილი აღნიშნული კანონის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების შესამოწმებლად.

ცენტრალური ბანკის მიერ კრიპტოვალუტით გადახდის აკრძალვისა და 2018 წლის დასაწყისში ციფრული ვალუტის წინააღმდეგ გაფრთხილების მიუხედავად, ინდონეზიის სასაქონლო ვაჭრობის მარეგულირებელმა სააგენტომ 2019 წლის თებერვალში რეგულაციები შემოიღო.

შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ციფრული ვალუტის გამოშვებას ქვეყნის ციფრული გადახდების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე გეგმავდა.

ბანკის ხელმძღვანელმა, მაშინ აღნიშნა, რომ ინდონეზიის ცენტრალური ბანკი ციფრული რუპიის ვალუტის, როგორც იურიდიული გადახდის ინსტრუმენტის, ამოქმედებას აპირებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი