კრიპტობირჟა Gemini სავაჭრო პლატფორმაზე ლაიტკოინს ამატებს

0
2638

ძმები უინკლევოსების მიერ აშშ-ში დაფუძნებული კრიპტოვლუტის ბირჟა Gemini-ი მზად არის მარეგულირებლის მიერ შემოღებული წესების სრული დაცვით პლატფორმაზე ლაიტკოინი დაამატოს.

ამის შესახებ ინფორმაციას Medium blog post-ი აქვეყნებს.

Gemini-ის ვიცე-პრეზიდენტმა საინჟინრო მიმართულებით, ერიკ უინერმა ტრეიდერებს განუცხადა, რომ მათ მალე შეეძლებათ ლაიტკოინით ვაჭრობის დაწყება. ლაიტკონზე ვაჭრობა ოფიციალურად სამშაბათს, 16 ოქტომბერს გაიხსნება.

ლაიტკოინი ბიტკოინთან, ეთერიუმთან და Zcash-თან ერთად მეოთხე კრიპტოვალუტაა, რომელიც ბირჟაზე იქნება ხელმისაწვდომი. ამასთანავე, ლაიტკოინის გადაცვლა ბირჟაზე არსებულ სამიმივე კრიპტოვალუტასა და აშშ დოლარზე იქნება შესაძლებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბირჟის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბირჟა ნიუ-იორკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ არის და შესაბამისად, ემორჩილება მარეგულირებელ სტრუქტურას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლაიტკოინზე ვაჭრობა მარეგულირებლის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბირჟა Gemini უსაფრთხოების კუთხით განაგრძობს სისტემის გაუმჯობესებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი