ბელგიის მარეგულირებელმა 78 კრიპტოვალუტის ბირჟას გაფრთხილება მისცა

0
1529

ბელგიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტომ გამოაქვეყნა კრიპტოვალუტის პლატფორმების სია, სადაც თაღლითობის ნიშნები დაფიქსირდა. სია ჯამში მოიცავს 78 კრიპტო პლატფორმას.

მიუხედავად გაფრთხილებისა, მარეგულირებელთან მომხმარებლის მხრიდან არაერთი საჩივარია შესული ამ კომპანიების შესახებ.

სააგენტო წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს ეს ბირჟები ისინი კვლავინდებურად აგრძელებენ საეჭვო საქმიანობას.

ბელგიის მარეგულირებელმა აღნიშნული ბირჟები ჯერ კიდევ თებერვალში გააფრთხილა.

“საეჭვო რეპუტაციის ბირჟები ცდილობენ მომხმარებლების მოზიდვას, ჰპირდებიან მათ უზარმაზარ მოგებას, თუმცა ამას საერთო არაფერი აქვს რეალურ ვაჭრობასთან”,- აღნიშნა სააგენტომ და დასძინა, რომ ერთადერთი, რასაც ისინი ნამდვილად აკეთებენ არის ის, რომ მომხმარებლისგან იღებენ დიდი ოდენობით თანხას, მერე კი ეს ფული სადღაც იკარგება.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის გარდა, კრიპტოვალუტის ბირჟების უსაფრთხოების პრობლემა დგას იაპონიაშიც. ცოტა ხნის წინ, იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური მომსახურების სააგენტომ განაცხადა, რომ ბირჟებზე ზედამხედველობას უფრო მეტად გაამკაცრებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი