14 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1425

კვირას, 14 ოქტომბერს ფასების დაბალანსება და გამყარება შეინიშნებოდა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დღის წინ ციფრული ვალუტების ბაზარმა ზრდის შემდეგ ისევ შემცირება დაიწყო.

ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მცირე ზრდა მოახერხა და საბოლოოდ ფასი 6.300 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 6.360 დოლარი იყო, ხოლო ბიტკოინის კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 6.277 დოლარზე დაფიქსირდა.

ეთერიუმის კურსმა კი, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი პროცენტით დაიკლო. თუმცა, ამასთანავე, შესაძლებელია ითქვას, რომ ალტკოინის ფასი დასტაბილურდა. კურსი ჯერ 200 დოლარის დონეზე, ხოლო შემდეგ 202 დოლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება კვირის განმავლობაში დანაკარგებს: ეთერიუმის კურსი ბოლო 7 დღის მანძილზე 11%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 202.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი