კვლევა: კრიპტოვალუტის დეცენტრალიზირებულ ბუნებაში მარეგულირებელი რისკებს ხედავს

0
1071

დეცენტრალიზირებული ფინანსური ტექნოლოგია შესაძლოა, მარეგულირებლის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ იგი აღიქმება, როგორც ფულის გათეთრების თავშესაფარი.

დეცენტრალიზირებული ფინანსების სწრაფი ზრდა, ბოლოდროინდელი ანგარიშების თანახმად, სავარაუდოდ, უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს მარეგულირებლის მხრიდან.

გლობალური მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმის BCG Platinion–ისა და Crypto.com– ის ერთობლივმა კვლევამ მიუთითა, რომ DeFi–ს სწრაფმა ზრდამ 2020 წელს შექმნა ფულის გათეთრების პოტენციალი, რის გამოც ის მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ყურადღების ღირსი ხდება.

DeFi-ს სტრუქტურა არ ექვემდებარება მათავრობებს და კანონებს, განსხვავებით ცენტრალიზებული ბირჟებისაგან, რომლებიც ვალდებულნი არიან შეავსონ გარკვეული განაცხადები მათი ფულადი ტრანზაქციების შესახებ.

თუმცა DeFi ამ უკანასკნელს არ აკეთებს და განყენებულია მარეგულირებლის კონტოლისაგან, რაც ზრდის ფულის გათეთრებისა და სხვდასხვა არაკანონიერი, არაკონტოლირებადი ფინანსური ოპერაციის საფრთხეს.

ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში G20 სამიტის წევრმა ქვეყნებმა დეკლარაცია მიიღეს.

სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა დოკუმენტი. გამოქვეყნებული დოკუმენტი კრიპტოვალუტის რეგულირებას ეხებოდა, მაგრამ ასევე აღნიშნული იყო, რომ მნიშვნელოვანია ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი