ტრამპის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი Blockchain კომპანიის მმართველი საბჭოს მრჩეველი გახდა

0
1275

დოლად ტრამპის ყოფილი მთავარი ეკონომიკური მრჩეველი გარი კოენი Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული კომპანიის, Spring Labs-ის საბჭოს მრჩეველი გახდა.

გარი კოენი დონალდ ტრამპის მთავარ ეკონომიკურ მრჩეველად მუშაობდა 2017-2018 წლებში. ის პასუხისმგებელი იყო ადმინისტრაციის საგადასახადო რეფორმაზე, რომელიც გასული წლის დეკემბერში შევიდა ძალაში. გარდა ამისა, კოენი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკური პოლიტიკის დღის წესრიგს. უფრო ადრე კი, კოენი ამერიკული საბანკო გიგანტის Goldman Sachs-ის გუნდის წევრი იყო.

Spring Labs-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ადამ ჯივენი ამბობს, რომ მისი კომპანია კოენისგან მოელის, რომ Blockchain სფეროში არსებული ფინანსური ბაზარების შესახებ ცოდნას გარი კოენი სათანადოდ გამოიყენებს.

“გარის აქვს მდიდარი გამოცდილება გლობალური ფინანსური ბაზრებისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარების შესახებ”,-აღნიშნა Spring Labs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამ ეტაპზე კომპანია Spring Protocol-ის შექმნის პროცესშია, რომლის მეშვეობითაც ქსელის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია გაცვალონ მესამე პირის ჩარევის გარეშე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი