Goldman Sachs–ის აღმასრულებელი დირექტორი: მონიტორინგი ფასის მატებასთან ერთად გართულდება

0
1129

Goldman Sachs–ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ მარეგულირებლები ვერ შეძლებენ ფინანსური სისტემის მონიტორინგს, თუკი ბიტკოინის კურსი მიმდინარე სიჩქარით განაგრძობს აღმასვლას.

Goldman Sachs-ის უფროსმა თავმჯდომარემ, ლოიდ ბლანკფეინმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანოები უნდა იყვნენ ჰიპერაქტიურები.

თუმცა მონიტორინგი სხვადასხვა სახის მკაცრ აკრძალვაში არ უნდა გადაიზარდოს.

ამის მიუხედავად, CNBC-ის Squawk Box-ში მონაწილეობის დროს, ლოიდ ბლანქფეინმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფსევდო ხასიათი მას არალეგალური დაფინანსებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

”თქვენ არ იცით, უხდით თუ არა თანხებს ჩრდილოეთ კორეელებს, ან ალ-ქაიდას, ან რევოლუციონერებს”,- აღნიშნა ლოიდ ბლანკფეინმა.

ამასთანავე, აღსანიშნავია რომ, კომპანიას სჯერა თანამედროვე ციფრული ფინანსურო ბაზრისა და ოქროს თანაარსებობა.

Goldman Sachs–ის განცხადების თანახმად, 2020 წელს ბიტკოინის პარაბოლურმა ტალღამ არ დააზარალა ისეთი ძირითად ტრადიციული აქტივი, როგორიცაა ოქრო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი