ინვესტორი გილ ბეიდა: კრიპტოვალუტას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს განუვითარებელ ეკონომიკაზე

0
2249

26 აპრილს CNBC-სთან, კომპანია Comcast-ის დირექტორმა გილ ბეიდამ ბიტკოინთან და Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით პოზიტიური განცხადება გააკეთა.

ამასთანავე, კომპანია Comcast-ი ცნობილია Blockchain-ის სტარტაპებში ჩადებული კაპიტალის დიდი რაოდენობით.

ბეიდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს განუვითარებელ ეკონომიკაზე. რიგ ადგილებში შესაძლებელია, რომ ტრადიციული საფინანსო სექტორის გვერდის ავლით უშუალოდ პირდაპირ კრიპტოვალუტის ბაზარზე მოხდეს საქმიანობის დაწყება.

მან იქვე დაამატა, რომ საარჩევნო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში Blockchain-მა შესაძლოა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

ბეიდა აღიარებს, რომ ტექნოლოგიამ უკვე გარღვევა მოახდინა ელექტრონულ კომერციასა და სოციალური მედიაში. თუმცა, იგი იმედოვნებს, რომ ერთ ან ორ წელიწადში ტექნოლოგია მზად იქნება სრულიად ახალი განაცხადისთვის, რომელიც კიდევ უფრო წარმოადგენს და დააამტკიცებს ტექნოლოგიის შესაძლებლობებს.

გილ ბეიდა ასევე ფიქრობს, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია მალევე გააუმჯობესებს რეგულაციებს, რათა მისი იურისდიქციის ფარგლებში თავდაპირველი მონეტარული შეთავაზებით (ICO) ოპერაციების განხორციელება უზრუნველყოს.

მან ასევე ურჩია ინვესტორებს, რომ თავიანთი პორტფელის მხოლოდ 5% მოახმარონ კრიპტოსაქმიანობას. ბეიდამ ისიც განაცხადა, რომ სიფრთხილით ეკიდება კრიპტოვალუტის ბაზარს მისი არასტაბილური ბუნებიდან გამომდინარე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი