Diginex–ის აღმასრულებელი დირექტორი: 2021 წელი ბიტკოინისთვის შოკისმომგვრელი იქნება

0
1251

Diginex–ის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ ბიუორტის თქმით, წლევანდელი წელი ბევრი შოკისმომგვრელი სიახლის წელი იქნება.

ეს კი განსაკუთრებით ფასის მატებას შეეხება. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის კურსი, ცოტა ხნის წინ, 35,000 დოლარიან ნიშნულს გადასცდა და აგრძელებს აღმასვლას.

”ბიტკოინზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია უზარმაზარი საბანკო სტიმული და გაზარდა ინვესტორთა რიცხვი, რომლებიც ცდილობენ უსაფრთხო მარაგი შეიძინონ მონეტარული ინფლაციის ფონზე”,-აღნიშნა Diginex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიამ ყველა მედია საშუალების პირველ გვერდზე და მთავარ თემად გადაინაცვლა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვტა მოსალოდნელი კრიზისი ფულის დაბეჭდვით და გამოშვებით შეეზღუდა.

ასევე მოიქცნენ კრიპტო მომხმარებლები და მასობრივად მოხდა ტრადიციული ვალუტების გადაცვლა ბიტკოინზე.

როგორი იქნება 2021 წელი ციფრული ვალუტის სექტორისთვის რეალურად ამას დრო აჩვენებს. თუმცა რიჩარდ ბიუორტი ფიქრობს, რომ ეს წელი ნამდვილად დიდი მიღწევებისა და გარკვეულ მომენტებში შოკისმომგვრელი სიახლეების წელი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი