ედვარდ სნოუდენი ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
1117

ედვარდ სნოუდენის თქმით, ბიტკოინი მიუხედავად მთავრობის წინააღმდეგობის გაწევისა, უფრო პოპულარული გახდა.

მიუხედავად კრიპტოვალუტების მარეგულირებელი კონტროლის გაზრდისა მსოფლიოს მასშტაბით, ედვარდ სნოუდენმა ბიტკოინს მხარი დაუჭირა.

სნოუდენის “ტვიტერზე” მითითებულია 2020 წლის 13 მარტის შესახებ კომენტარი, როდესაც “შავი ხუთშაბათს” კრიპტოვალუტისა და სააქციო ბაზრების კრიზისი დაიწყო.

როგორც იმ დროისთვის მედია იუწყებოდა, სნოუდენს არ აინტერესებდა ბიტკოინის 50%-იანი ვარდნა და აცხადებდა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მას ბიტკოინის ყიდვის სურვილი გაუჩნდა.

”მას შემდეგ 10 ფუნტი სტერლინგით გაიზარდა ბიტკოინი, მიუხედავად მთავრობების კოორდინირებული გლობალური კამპანიისა, რათა საზოგადოების მიერ კრიპტოვალუტის მხარდაჭერა ეჭქვეშ დაეყენებინა”, – აღნიშნავს სნოუდენი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტის “შავი ხუთშაბათის” კრახის დროს, ბიტკოინის ფასი 3.800 დოლარამდე დაეცა. თუმცა, ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ ფასის გაუმჯობესება მოახერხა და ისტორიულ მაქსიმუმზე – 64.800 დოლარზე დაფიქსირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი