Arbitrum-ის ქსელი ტექნიკის გაუმართაობის გამო გაითიშა

0
779

ეთერიუმის მეორე ფენის ქსელმა Arbitrum-მა ხუთ თვეზე ნაკლებ დროში, ტექნიკის უკმარისობის გამო, უკვე მეორედ განიცადა გათიშვა.

ამჟამად, ქსელი გამართულად მუშაობს. თუმცა 9 იანვარს მათ ოფიიალურად აცნობეს მომხმარებელებს, რომ ექნებოდათ მცირეოდენი შეფერხებები.

როგორც ცნობილია, ქსელი დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში იყო გათიშული. იმ დროის განმავლობაში შეფერხებით მიმდინარეობდა ტრანზაქციების დამუშავება.

გათიშვიდან მეორე დღეს Arbitrum-მა საზოგადოებას გათიშვის მიზეზი ოფიციალურად განუმარტა. „ძირითადი პრობლემა იყო ტექნიკის უკმარისობა ჩვენს მთავარ Sequencer კვანძში”,- აღნიშნულია Arbitrum-ის განცხადებაში.

Sequencer-ის სარეზერვო კვანძები პასუხსიმგებელი არის ქსელის გამართულ მუშაობაზე. თუმცა, ამჟამად, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება მიმდინარეობდა და ქსელის გამართული მუშაობისათვის საერეზერვო სერვერები საკმარისი არ აღმოჩნდა.

გათიშვის პერიოდში 284 ტრანზაქციის თავიდან აცილება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მცირე შეფერხება, ამით Arbitrum ჯგუფმა მომხმარებლებს შეახსენა, რომ ჯერ კიდევ ბეტა რეჟიმში არიან.

შეგახსენებთ, რომ Arbitrum-მა მსგავსი შეფერხება სექემბრის შუა რიცხვებშიც განიცადა. ამის მიზეზი მაშინაც მცირე დროში ბევრი ტრანზაქციის დამუშავება გახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი