უზბეკეთის პრეზიდენტის ბრძანებით ქვეყანაში Blockchain-ის ფონდი ფუძნდება

0
1532

უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიოევიმ ბრძანა, რომ Blockchain ტექნოლოგიის სახელმწიფო ფონდი უნდა დაარსდეს. როგორც ცნობილია, Blockchain-ის განვითარების ფონდის სახელწოდება “ციფრული ნდობა” იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ფონდის მიზანია, Blockchain-ის ინტეგრირება სხვადასხვა სამთავრობო პროექტში, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ორგანიზაცია ასევე პასუხისმგებელი იქნება უზბეკეთის ციფრული ეკონომიკის საერთაშორისო ინვესტიციებზე. “ციფრული ნდობა” საერთაშორისო სესხებისა და გრანტების გარდა, დაფინანსდება პროექტების მენეჯმენტის ეროვნული სააგენტოს მიერ.

უზბეკეთში ბოლო დროს განხორციელებულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა დაამტკიცეს, რომ ქვეყანა კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ მედიაში ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზბეკეთის ხელისუფლება Blockchain ტექნოლოგიის ცენტრის დაარსებას აპირებდა. მაშინ იქვე ითქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მოიწონა გეგმა, რომლის თანახმადაც მომავალში Blockchain-ს გარკვეული სახის რეგულაციები უნდა დაუწესდეს.

თებერვალში საუბარი კრიპტოვალუტასაც შეეხო და მაშინვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ციფრული ვალუტის მიმართ რეგულაციები დაწესდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი