ბილ მილერი:ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია უფრო მეტია, ვიდრე Berkshire Hathaway-ს

0
1193

ცნობილმა ინვესტორმა და Berkshire Hathaway-ის გენერალურმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა ბიტკოინს უწოდა “ვირთხის შხამი” ჯერ კიდევ 2018 წელს უწოდა. 2020 წლის მეოთხე კვარტლის საბაზრო წერილში ფინანსური ანალიტიკოსი, ბილ მილერი ეთანხმება ბაფეტს, მაგრამ საკუთარ აზრსაც გამოთქვამს.

”უორენ ბაფეტმა ბიტკოინს ”ვირთხის შხამი” უწოდა, ის შეიძლება მართალი იყოს. ბიტკოინი შეიძლება იყოს “ვირთხის შხამი” და ვირთხა შეიძლება იყოს ნაღდი ფული”,- აღნიშნა ბილ მილერმა.

მილერმა თავისი წერილი დაიწყო იმის განმარტებით, რომ ფინანსური მოლოდინები და პროგნოზები შეიძლება არაფრისმომცემი იყოს, რაც დადასტურებულია მოულოდნელი COVID-19 პანდემიით და მისი ტალღოვანი ეფექტებით.

მიუხედავად ამისა, პროგნოზები შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს, თუ ამგვარი პროგნოზების საფუძველი იქნება გათვალისწინებული.

მან თავისი წერილი დაასრულა აბზაცით ბიტკოინის შესახებ: “ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია უფრო მეტია ვიდრე JP Morgan-ისა და უფრო მეტია, ვიდრე Berkshire Hathaway-სა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა მისი საბოლოო მიღება”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი