2023 წლის გლობალური კრიპტო ადაპტაციის ინდექსი (TOP 20 ქვეყანა)

0
497

Chainalysis-მა გამოაქვეყნა რიგით მეოთხე, წლიური ანალიზი, რომელიც შეეხება გლობალური კრიპტო ადაპტაციის ინდექსს (The 2023 Global Crypto Adoption Index)

ამ კვლევის მიზანია გაერთიანდეს ციფრული და რეალური სამყაროს მონაცემები, რათა დავინახოთ, რომელი ქვეყნები ლიდერობენ კრიპტოს ათვისებაში. კრიპტოს ათვისებაში არ მოიაზრება ტრანზაქციების მოცულობა, რადგან შემთხვევაში, ნათელია, რომ ყველაზე დიდი და მდიდარი ქვეყნები ლიდერობენ. ამის ნაცვლად, კვლევა გამოყოფს იმ ქვეყნებს, სადაც საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა ყოველდღიურად სარგებლობს კრიპტოვალუტით. ამისათვის შეიქმნა კრიპტო ადაპტაციის ინდექსი, რომელიც განსაზღვრავს იმ ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის უმეტესობა თავისი ფინანსების დიდ ნაწილს დებს კრიპტოვალუტაში.

გლობალური კრიპტო მიღების ინდექსი შედგება ხუთი ქვე-ინდექსისგან. თითოეული ქვე-ინდექსი ეფუძნება ქვეყნების მიერ სხვადასხვა კრიპტო სერვისის გამოყენებას. შეფასდა 154 ქვეყანა, რომლის შესახებაც შესაძლებელია საკმარისი მონაცემების შეგროვება. რეიტინგი შედგა ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობა და მსყიდველუნარიანობა. ამ მონაცემების მიხედვით, აღებულია თითოეული ქვეყნის რეიტინგის გეომეტრიული საშუალო ხუთივე კომპონენტში და დარეგულირებულია ეს მაჩვენებელი 0-დან 1-მდე. რაც უფრო უახლოვდება ქვეყნის საბოლოო ქულა 1-ს, მით უფრო მაღალია რანგი.

ასე გამოიყურება 2023 წლის გლობალური კრიპტო ადაპტაციის ინდექსის Top 20 ქვეყანა, რომელშიც საქართველო 51 ადგილეა 154-დან:

The 2023 Global Crypto Adoption Index

რა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ეს ანალიზი:

1. პირველი მნიშვნელოვანი დასკვნა, რასაც ეს რეიტინგი გვაძლევს არის ის, რომ ცენტრალური და სამხრეთ აზიის რეგიონი ინდექსის ზედა ნაწილში დომინირებს. სრული რეპორტი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ თითოეული CSAO ქვეყნის კრიპტო ადაპტაციის სახე, გამომწვევი მიზეზები, ტენდენციები და სერვისების გამოყენება უნიკალურია.

2. გლობალური მიმღებლობა ინდექსი შემცირებულია. მსოფლიოს მასშტაბით, 2020 წლის შემდეგ მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, ეს კარგად ჩანს ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზეც. თუმცა, კრიპტოვალუტების ერთიანი “დაცემის” გათვალისწინებით, ეს მაჩვენებლი არც ისე ცუდად გამოიყურება.

3. ინდექსის შემცირება ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ მომხდარა. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებმა გაცილებით უკეთ შეძლეს ძალების აღდგენა და Top ქვეყნების სიაში სწორედ ეს ქვეყნები მოხვდნენ.

ამ ინფორმაციას თუ შევაჯამებთ, პოზიტიური დასკვნების გამოტანა შეგვიძლია. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები ხშირად ხასიათდებიან სწრაფი ზრდით და დინამიკით. ბევრი მათგანი სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი ზრდის და წინსვლის გზაზე და თუ დავუშვებთ, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნები მსოფლიოს მომავალია, მაშინ მონაცემები გვეუბნება, რომ კრიპტო ჩვენი მომავლის უდიდესი ნაწილია.

კრიპტო სამყაროს სიახლეებს წარმოგიდგენთ – Coinet Crypto

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი