აშშ-ს ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელის შეთავაზებული ცვლილება კვლავ საზოგადოების განხილვის საგანია

0
1077

გასულ თვეში ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელმა საზოგადოებას წარუდგინა შეთავაზებების პაკეტი, რომელიც არსებულ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელის შეთავაზება ძირითადად გულისხმობს შემდეგს: აშშ-ს მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან შეატყობინონ კრიპტოვალუტის ანგარიშები სახელმწიფო ფინანსურ ორგანოებს, თუ ანგარიშებზე განთავსებული თანხა 10,000 დოლარზე მეტი იქნება.

როგორც წესი, საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს კომენტარი გარკვეული დროის განმავლობაში, რათა შემდგომ სენატმა ხალხის აზრი გაითვალისწინოს.

მიმდინარე პროექტზე განსაზღვრული კომენტარების ვადა 4 იანვრამდე იყო. თუმცა 4 იანვარს არ დახურულა ვებ-გვერდი და თარიღმა 7 იანვრამდე გადაიწია.

როგორც ცნობილია, არსებული პროექტის დედლაინი მკაცრად შეზღუდული იყო, მაგრამ, რატომღაც, ეს დრო გახანგრძლივდა. საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით კი, ეს ან ტექნიკური ხარვეზია ან გაპარული შეცდომა.

უკვე არსებული პოლიტიკის მომხრეებმა აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ წინადადების განხილვისას პოზიცია ნათლად დაეფიქსირებინათ.

ციფრული სექტორის განცხადებით კი, აღნიშნული ნაბიჯი კრიპტო საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი