Dfinity Foundation-ი Meta-ს ლოგოს გამო უჩივის

0
960

შვეიცარიაში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია Dfinity Foundation-მა Facebook-ის მშობლიური კომპანიის Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი სავაჭრო ნიშანს ეხება.

ლოგოების იდენტურობა იმდენად თვალშისაცემია, რომ Dfinity-ს ინიციატივით საქმე სასამართლოში მივიდა, რომელიც ბევრად ადრე იყენებდა აღნიშნულ ლოგოს.

შეერთებული შტატების, კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის რაიონულ სასამართლოში, Dfinity-ის იურიდიულმა გუნდმა განაცხადა, რომ Meta Platforms-ს უფიქსირდება იგივე ლოგოტიპი, რაც აქვს Dfinity-ს. საუბარია მათემატიკურ სიმბოლოზე, კერძოდ „უსასრულობის“ ნიშანზე.

Blockchain კომპანიის თანახმად, Meta-მ აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში (USPTO) განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა, ხოლო Dfinity-მ რეგისტრაცია 2018 წლის ოქტომბერში გაიარა.

საგულისხმოა, რომ Blockchain კომპანია Meta-ს ლოგოს საავტორო უფლებების გამო არ ედავება. ამ შემთხვევაში სიმბოლო მის გამომგონებელს მე-17 საუკუნის მათემატიკოს, ჯონ უოლისს, ეკუთვნის.

საუბარია ლოგოტიპის სავაჭრო ნიშნის შინაარსზე, რადგან Meta იგივე პროდუქტს და სერვისებს სთავაზობს მომხმარბელს, რასაც Dfinity-ი.

Dfinity ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი