პორტუგალია ციფრული ვალუტის სექტორს გადასახადს დაუწესებს

0
798

პორტუგალია დიდი ხნის განმავლობაში კრიპტოვალუტის გადასახადის გადამხდელებისათვის თავშესაფრად მიიჩნეოდა. თუმცა ცოტა ხნის წინ ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ის კრიპტოვალუტის მფლობელები, რომლებიც ერთ წელზე დიდი ხანია ფლობენ აქტივებს, წლის ბოლოს 28%-ს გადაიხდიან გადასახადის სახით.

როგორც ცნობილია, კრიპტო გადასახადზე საუბარი აქამდე არ ყოფილა.

თუმცა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტში, რომელიც ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნდა, კრიპტოვალუტის გადამხდელებისათვის დრამატული აღმოჩნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტაზე წლიური მოგების გადასახადი 28%-ით განისაზღვრა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტები პორტუგალიაში ლეგალური გადასახადის საშუალებას არ წარმოადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პორტუგალიის მთავრობა ფართო და ადეკვატური საგადასახადო სისტემის შექმნას აპირებს, რომელიც კრიპტოვალუტებზე იქნება მიმართული.

საქმე კრიპტოვალუტების დაბეგვრასა და კლასიფიკაციას შეეხება. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადი, იქნება ეს მაინინგი თუ მოგების შემოსავალი 444 გვერდისგან შემდგარ დოკუმენტში ფართოდ იქნება განხილული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი