ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი კრიპტო კომპანიებს რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდებს

0
1250

ნიდერლანდური კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის დღეს არის ბოლო დღე, რათა კომპანიებმა ელექტრონული რეგისტრაცია გაიარონ.

რეგისტრაციის გავლა საჭიროა, რათა ფულის გათეთრების რისკები იყოს თავიდან არიდებული.

დირექტივის თანახმად, კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ კრიპტოვალუტითა და ტრადიციული ვალუტით მომსახურეობას მათი რეგისტრაცია აუცილებელია. ამის საპირისპიროდ, ის კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს მხოლოდ კრიპტო სერვისს სთავაზობენ მათი რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.

”თუ კანონის ძალაში შესვლამდე არ მიგიღიათ განაცხადის პროექტი, ვერ გამოიყენებთ გარდამავალ შეთანხმებას და, შესაბამისად, თქვენ უნდა შეაჩეროთ არსებული საქმიანობა”,- აღნიშნულია ცენტრალური ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.

ჰოლანდიის ბანკი არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ნიდერლანდებში ფინანსური საქმიანობის რეგულირებაზე. ამასთანავე, ისინი არ გასცემენ ლიცენზიებს კრიპტო ბიზნესისთვის. ამის ნაცვლად, ფასიანი რეგისტრაცია სავალდებულოა და 34.000 ევრო ჯდება.

კრიპტო კომპანიები ექვემდებარება მარეგულირებელი ორგანოებს. ამრიგად, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიებმა უნდა განსაზღვრონ მომხმარებელთა რისკის პროფილები.

საუბარია იმაზეც, რომ მუმდივად უნდა მიმდინარეობდეს მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს უნდა მიენიჭოს ე.წ. რისკის პროფილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი