მაიკ ნოვოგრაცი: კრიპტოვალუტის ბაზარზე საცალო ინვესტორები დომინირებენ

0
929

კრიპტო ბაზარი ფასების რყევას განიცდის. თუმცა ეს არ იყო მოულოდნელი კრიპტო ანალიტიკოსებისთვის, განსაკუთრებით კი Galaxy Digital– ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ ნოვოგრაცისათვის.

Bloomberg–თან საუბრისას ინვესტორმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ბაზარზე კვლავ დომინირებენ საცალო ინვესტორები.

”არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ტექნოლოგია. შესაბამისად, არცერთ ინვესტორს არ სურს გამოტოვოს ინტერნეტის მსგავსი მომდევნო სიახლე”,- განაცხადა Galaxy Digital–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მაიკ ნოვოგრაცის აზრით, ინსტიტუციონალური ინვესტორების გაქტიურება ბიტკოინის კურსზე დადებითად აისახება.

Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ინსტიტუციონალურ ინვესტორებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ამჟამად მიმოქცევაში მყოფი ბიტკოინი შეიძინონ, რაც ფასის მატებაზე დადებითად აისახება.

BBC World News-სთან ინტერვიუში მაიკ ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მსხვილმა ინვესტორებმა კრიპტოვალუტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს. ამან კი ციფრული ვალუტის პოპულარობას შეუწყო ხელი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბიტკოინის კურსი კვლავ 44.400 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი